თინათინ ომიაძე

მეცნიერ თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი ქიმიაში

ბიოინფორმატიკის ლაბორატორია

მოკლე ბიოგრაფია

ომიაძე თინა დაიბადა 1955 წლის 4 სექტემბერს, ყირგიზეთში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. 1962 წელს შევიდა ქ.თბილისის 44-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1972 წელს. 1974 წელს  სწავლა გაააგრძელა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, რომელიც დააამთავრა 1979 წელს.
თ.ომიაძემ 1980 წელს მუშაობა დაიწო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ბიოფიზიკის განყოფილებაში ჯერ უფროსი ლაბორანტის, ხოლო შემდგომში მეცნიერ მუშაკის  თანამდებობაზე. 1986 წელს აღნიშნული განყოფილების ბაზაზე შეიქმნა მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტი, რომელიც 2010 წელს გაერთიანდა ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრის შემადგენლობაში. თ.ომიაძის  სამეცნიერო კვლევები მოიცავს ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალების სინთეზსა და კვლევას ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე, რომლებზეც დიდი მოთხოვნილებაა  თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებში. 1986 წელს ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თ.ომიაძემ დაიცვა დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოზე. თ.ომიაძეს სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებული აქვს საქართველოში და საზღვარგარეთ. მონაწილეობა აქვს მიღებული რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციებში.
ოჯახის წევრებიდან თ. ომიაძეს ჰყავს ძმა - ვალერი ომიაძე (პენსიონერი) და და,  თამარ სოხაძე (მუსიკის პედაგოგი).

სამეცნიერო ინტერესი

თინა ომიაძის შრომები ეძღვნება ბიოსამედიცინო დანიშნულების მაღალმოლეკულური ნაერთების სინთეზსა და კვლევას ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე. სინთეზური პოლიმერული მასალები დიდი ხანია გამოიყენებოდა მედიცინაში, სხვადსხვა მოწყობილობების, ჰიგიენური მასალების და სხვათა სახით, მაგრამ მაღალმოლეკულური ნაერთების პრაქტიკულად ამოუწურავი შესაძლებლობები (მოლეკულური მასის, სტერეოსტრუქტურის, შემადგენლობის) ფართო ზღვრებში ვარირების შესაძლებლობა მედიცინის ურთულესი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას ხსნის. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ახალი თაობის სამკურნალო პრეპარატები, ცოცხალი ქსოვილის ფუნქციის მატარებელი მასალები (ხელოვნური სისხლძარღვები, მყესები,  გულის სარქველები, ბიოლოგიური წებოები), პლაზმის შემცვლელები და ურთულესი პრობლემის - გადაჭრა - ხელოვნური ორგანოების შექმნა.
თ.ომიაძის მიერ  მიღებულია  ჰეტეროჯაჭვური პოლიმერები შეუცვლელი ამინომჟავა L-ლიზინის საფუძველზე, რომლებიც ძირითად ჯაჭვში პეპტიდურ ბმებთან ერთად შეიცავენ  სხვა ტიპის ბმებსაც.  აღნიშნული  მიზნის  მისაღწევად  მან   დაასინთეზა   
L-ლიზინის სხვადასხვა წარმოებულები, რომელთა შორისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  N , N  - ბის-ტრიმეთილ - L -ლიზინის ალკილის ესტერები. მათ საფუძველზე მიღებულია სხვადსხვა სტრუქტურის და თვისებების მასალები, მათ შორის ლიზინისა და ფენილალნინის თანაპოლიმერები, წყალშიხსნადი მასალები ფერმენტების და სამკურნალო პრეპარატების იმობილიზაციისათვის,    დღეისათვის მიღებული ნაერთების ნაწილი დანერგილია პრაქტიკაში, ნაწილი კი გამოცდას გადის სხვადასხვა დანიშნულების ბიოსამედიცინო მასალების სახით.

პუბლიკაციები

1. Р.Д. Кацарава, Д.П. Харадзе, Н.Ш. Джапаридзе, Л.М. Авалишвили,  Т.Н. Омиадзе,  М.М. Заалишвили .  1984    Синтез функциональных полиамидов поликонденсацией активированных  диэфиров с алкиловыми эфирами,          N , N  - бис-триметилсилил-L–лизина. Сообщения Академии Наук Грузии,  116,  № 2, стр. 313-316.
2. R.D. Katsarava, D.P. Kharadze, N.Sh. Japaridze, T.N. Omiadze, L. Avalishvili, M.M. Zaalishvili.   1985     Hetero-chain polimers based on  natural aminoasids. Synthesis of polyamides from  N , N  -bis (trimethylsilil)lysine alkyl esters. J. Makromol Chem., v. 186., p.p 939-954.
3. П. Чефелин, Б. Масарж, Д.П. Харадзе, Л.И. Кирмелашвили, Т.Н. Омиадзе,                                       М.Г. Бурчуладзе, Л.А. Эдилашвили, Р.Д. Кацарава      1986.         Синтез и Исследование биодеструкции полиамидов, содержащих ферментативно         расщепляемые пептидные связи в основных цепях макромолекул   (азлактонный метод). Кн. «Поликонденсационные          процессы – 85».  Издательство Болгарской Академии Наук, г. София, стр. 66-76.
4. Р.Д.Кацарава, Д.П. Харадзе, Л.М. Авалишвили, Т.Н. Омиадзе, М.М Заалишвили.      1986.      Синтез полиамидов на основе аспарагиновой и глутаминовой кислот.     Академия Наук     СССР «Высокомолекуляные соединения» , т. 28 Б, № 7, стр. 518-523.        
5. Р.Д. Кацарава, К. Дитрих, Н.Ш. Джапаридзе, Т.Н. Омиадзе, М.Г. Бурчуладзе, М.М. Заалишвили.   1988.   Физиологически активные полимеры. Ковалентное присоединение дофамина к водорастворимому полиамидному  носителю. Известия Академии Наук Грузии. Химия и химическая технология, сборник статей, стр. 90-98.                
6. Р.Д.Кацарава, Д.П. Харадзе, Л.М. Авалишвили, Т.Н. Омиадзе, М.М. Заалишвили.  1989.  Синтез полиамидов с дипептидными фрагментами, образующимися в процессе формирования макроцепей.  Сообщения  Академии Наук Грузии,  т. 134, № 3, стр. 121-124.
7. R.D. Khatsarava, D.P. Kharadze, P.L. Toidze, T.N. Omiadze, N.N. Japaridze, M.K. Pirtskhalava.  1991   Some physicochemical properties of biocompatible and biodegradable -
heterochain polymers based on L-lysine. J.Acta Polymerica, v. 42, N 2/3, p.p. 95-99.
8. Р.Д. Кацарава, Д.П. Харадзе, Т.Н. Омиадзе, Я.Г. Урман, И.Я. Слоним, С.Г. Алексеева.  
1992   О микрострктуре полиамидов на основе L –лизина. Сообщения Академии Наук
Грузии, т. 146, № 3, стр. 557-561.
9. Р.Д. Кацарава, Д.П. Харадзе, Т.М. Картвелишвили, Т.Н. Омиадзе, Н.М. Арабули, В.Дж. Беридзе. 1993. Синтез гетероцепных полимеров взаимодействием солей диаминов
с активированными диэфирами. Известия Академии Наук Грузии, серия химическая
 т. 19, № 3-4, стр. 185-192.
10. Д.П. Харадзе, Т.Н. Омиадзе , Г.В. Цитланадзе, Ц.А. Гогуадзе, Н.М. Арабули,
З.Д. Гомурашвили, Р.Д. Кацарава.  1994.   Новые биодеградируемые полимеры на основе
N,N–диацил-бис-фенилаланина. Академия Наук России, «Высокомолекулярные соединения», серия А, т. 36, № 9, стр. 1462-1467.
11. D.P.Kharadze, T.N.Omiadze, G.V.Tsitlanadze, Ts..A. Goguadze, N.M.Arabuli, Z.D.Gomurashvili, R.D.Katsarava. 1994. New Biodrgradable polymers derived from[N,N’]diacyl-bisphenylalanine. Polymer Science. v36, # 9, p. 1462-1467.
12.  Н.Кебадзе, Т. Квирия, Л.Эдилашвили, Т. Омиадзе, Г.Цитланадзе, К. Канделаки,
Г. Горгиладзе, Р. Кацарава.    2004.   Получение пористых пленок на основе  биодеградируемого полиэфирамида. Известия Академии Наук Грузии, серия биологическая А, т. 30, № 1, стр. 137-133.
13.   T. Zaalishvili, D. Kharadze, T. Khoshtaria, N. Arabuli, K. Kolkhidashvili, K. Kutalia,
T. Omiadze, L. Kirmelashvili, L. Edilashvili, G. Zaalishvili, Z. Tsetskhladze. 2005.
Design of Indole Derivatives and Studying their Inhibitory Ability of  Poly(ADP-ribosyl)ation
Reaction.  Bulletin of the Georgian Academy of Sciences, v. 172, N 2, p.p. 314-316.
14. ნ. ზავრადაშვილი, თ.ომიაძე, დ.ტუღუში, რ.ქაცარავა. ახალი კლასის ბიოდეგრა-დირებადი ფუნქციური პოლიმერები - ეპოქსიპოლიესტერამიდები და მათი პოლიმერანალოგიური გარდაქმნები. 2008. სტუ შრომები 1(467), 44-47.
15. ნ.ოჩხიკიძე, გ.ჯოხაძე, ც.გოგუაძე, თ.ომიაძე, რ.ქაცარავა. 2010. ახალი  AA-BB ტიპის პოლიდეფსიპეპტიდების სინთეზი და კვლევა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე. ქიმიის სერია, ტ. 36,  N 3, 345-351.
16. D. Kharadze. T.Memanishvili, K. Mamulashvili,  T.Omiadze, L.Kirmelashvili, Z.Lomtatidze,  R.Katsarava. In Vitro  Antimicrobial activity study of same new Arginine-based  biodegradable poly(ester  urethane)s and Poly(ester urea)s.  J. Chem. Chem.Eng. 9 (2015) 524-532.
17. Darejan Kharadze, Tamar Memanishvili, Ketevan Mamulashvili, Tina Omiadze, Larisa Kirmelashvili, Zaur Lomtatidze. 2017. Amino acid-based biodegradable polycathions with antimicrobial activity, Bulletin of the Georgian National Academy of Science, v.11, #3, p.132-138.
18.Darejan Kharadze, Larisa Kirmelashvili,Tina Omiadze, Sophio Kobauri,Ramaz Katsarava. 2018. Synthesis of the polyamide and poly(ester amide) on the basis of 2,2’-p-phenylene-bis-[4,4-dimethyl-5(4H)-oxazolinone].  Systemic, cellular and molecular mechanisms of physiological functions and their disorders (Proceedings of I.Beritashvili center for experimental Biomedicine); Editors:N.P.Mitagvaria and N.G.Nachkebia;Nova Science Publishers, Inc.ISBN: 978-1-53614-395-9
19. დ. ხარაძე, თ. ომიაძე, ლ. ყირმელაშვილი, რ. ქაცარავა. 2020. ხელოვნური პოლიმერები  ალფა-ამინომჟავების საფუძველზე - ცილების ბიომიმეტიკები. საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  მაცნე.ტ. 46, # 5-6, გვ.357-369;
20. Darejan Kharadze, Tina Omiadze, Larisa Kirmelashvili, Ramaz Katsarava. 2021.  Biomimetics made of α-amino acids for biomedical use. Nova Science Publishers (in press)