გამოფენა-კონკურსი გამოფენა-კონკურსი გამოფენა-კონკურსი

ნანახია 171-ჯერ
2016 წლის 22 სექტემბერს მეცნიერების და ინოვაციების თბილისის ფესტივალის ფარგლებში ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა გამოფენა – კონკურსი „ბავშვის თვალით დანახული მეცნიერების სამყარო“. ცენტრის ფოიეში გამოფენილი იყო კონკურსის 27 მონაწილის 56 ნახატი. კონკურსი ჩატარდა ოთხ ნომინაციაში. ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წარმომადგენლები. ყველა კონკურსანტს გადაეცა სერთიფიკატი. ჟიურის მიერ კონკურსის ოთხივე ნომინაციაში გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ პლანშეტის შესაძენი ვაუჩერი და გამარჯვებულის სერთიფიკატი.

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>