პროფესორ სერგი ნარიკაშვილის დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა

ნანახია 149-ჯერ
2016 წლის 26 დეკემბერს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში ჩატარდა ცნობილი ნეიროფიზიოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სერგი ნარიკაშვილის დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სხდომა. სხდომა გახსნა ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა გურამ ბექაიამ. მოხსენებით გამოვიდა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დურმიშხან ჩიტაშვილი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაქარია ნანობაშვილი.

<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>