ბიოინფორმატიკის ლაბორატორია

ბიოინფორმატიკის ლაბორატორია

ბიოაქტიურ ნაერთთა ლაბორატორია შეიქმნა 1971 წელს ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბიოფიზიკის სექტორის ბაზაზე. ლაბორატორიის მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სიდიდისა და სტრუქტურის პოლინუკლეოტიდების სინთეზი და მათ მიერ ჰისტონებთან კომპლექსწარმოქმნის პროცესების კვლევა. 1973 წლიდან ლაბორატორიამ პრიორიტეტულად ჩათვალა კვლევა გაეგრძელებინა ბიომედიცინისთვის ერთ-ერთ უაღრესად მნიშვნელოვანი მასალების - ბიოშეთავსებადი, ბიოდეგრადირებადი,  ნაერთების სინთეზისა და კვლევის მიმართულებით ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე. ამ მიზნით ლაბორატორიაში დამუშავდა  აღნიშნული მასალების მიღების მეთოდები ე.წ. „გააქტიურებული პოლიკონდენსაცია“ (რ.ქაცარავა, სადოქტორო დისერტაცია), ხოლო შემდგომში მისი გამოყენებით მიღებულ და შესწავლილ იქნა სხვადასხვა სტრუქტურის ბიოსამედიცინო მასალები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე (დ.ხარაძე, სადოქტორო დისერტაცია). მიღებულია სხვადასხვა კლასის, შემადგენლობის ბიომასალათა დიდი ბიბლიოთეკა, რომელთაც ახასიათებთ ფიზიკურ-ქიმიური, მექანიკური თვისებებისა და ბიოდეგრადაციის სიჩქარის ფართო სპექტრი.
დღეისათვის ლაბორატორია აგრძელებს კვლევას როგორც უკვე მიღებული მასალების კვლევისა და პრაქტიკაში დანერგვის, ასევე ახალი სტრუქტურისა და შესაბამისად თვისებების ე.წ. ფსევდოპროტეინების შექმნის მიმართულებით. მიღებული მასალების ნაწილი გამოიყენება პრაქტიკაში და ნაწილი გამოცდას გადის დეგრადირებადი კონსტრუქციების სახით რეგენერაციულ მედიცინასა და ორთოპედიაში, ფოროვანი სკაფოლდების სახით უჯრედების კლონირებისათვის, კორონარული სტენტის საფარი მასალების, „ხელოვნური კანის“, მიკრო და ნანონაწილაკების სახით სამკურნალო პრეპარატების მდგრადი მიწოდების კონტეინერებისათვის, ბაქტერიოფაგების ჩართვის უნარის მქონე ელექტროდართული ნანობოჭკოების სახით, რბილი სახვევი მასალების სახით ინფიცირებული ზედაპირული დამწვრობების, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ და ა.შ.
საკვანძო სიტყვები:  ბიოსამედიცინო მასალები,  ხელოვნური ბიომაკრომოლეკულები,   ფსევდოპროტეინები;

დამატებითი ინფორმაცია

Google Scholar Citations index -559;
h-index – 10;
i10-index -10;

კონფერენციებში მონაწილეობა:

6th Internat. Conference “ Polymers in medicine and Surgery” Leeuwenhorst, Holland, 1989.
XII Internationales Mikrosymposium “Polykondensation” Schwerin, DDR, 1989.
34th IUPAC International Symposium on Macromolecules, Prague, Czechoslovakia, 1992 .
1st German-Russia Joint Symposium on Polymers. Moscow, Russia, 1993,
1st Internat. Symp. on  polymers and Advanced materials, ICSP&AM 1. Iv.Javakhishvili Tbilisi State University, 11-14  September, Tbilisi, Georgia. 2007,
World Forum POLYCHAR-16, Lucknow, India, 2008.
World Forum Polychar-17, Ruen, France, 2009.
Symposium in organic chemistry, October, Sighnaghi, Georgia. 2009,
10th IUPAC International Conference on Advanced Polymers via Macromolecular Engineering. Durham University, UK. 2013.
4th International Caucasian Symposium on polymers and advanced materials. ICSP-AM4, Batumi, Georgia, 1-4 July, 2015.
International Coference the 1st “Beritashvili talks”, Neurophysiological Functions and their Disorders- interdisciplinary studies.25-27 June, Tbilisi. 2018.
Polychar 26. Wold forum on Advanced Materials. Tbilisi, 10-13 September. 2018.

პროექტებში მონაწილეობა:

1994  - Individual grant of International Science Foundation (J. Soros) USA.
1994  - One year research grant of International Science Foundation (J. Soros) USA –
No RVF-000;
1995 - One year Joint Research Grant of  International Science Foundation (J. Soros) USA and the Government of Georgia No RVF-200;
1996 - Two-year scientific research grant No G2-116, CRDF  (USA)
2000 - Grant of the Georgian Academy of Sciences # 14.14;
2000 - Two-year scientific research  Grant of International Science and Technology
Center (ISTC) Grant # G-446:
2002 -  Grant of the Georgian Academy of Sciences # 14.15.02;
2004 - Grant of the Georgian Academy of Sciences  # 14.16.04 ;
2008-2009 – # GNSF/ST-07/4182.

D.Kharadze is  the holder of 5 inventor's certificates, 2 patents;